ახალი ამბები

ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას რუსეთმა ოდესა დაბომბა

6 მარტი, 2024 • 1702
ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის ვიზიტისას რუსეთმა ოდესა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ოდესაში 6 მარტს, ნაშუადღევს, მომხდარიდან რამდენიმე საათში გაიმართა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ოდესის პორტის დათვალიერების შემდეგ მანქანებში სხდებოდნენ, როდესაც აფეთქების ხმა გაიგეს.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ევროპელი ლიდერები უკრაინას უნდა ეწვიონ და პირადად გამოსცადონ, რას ნიშნავს ომი“, — აღნიშნა მიცოტაკისმა.

ზელენსკიმ და მიცოტაკისმა ოდესაში ის ცხრასართულიანი სახლიც მოინახულეს, რომელიც რუსეთმა 2 მარტს დაბომბა. ამ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 5 ბავშვი.

ფოტოზე: ზელენსკი და მიცოტაკისი ოდესაში, დაბომბილი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებთან. 6 მარტი, 2024. ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი