ახალი ამბებიხელოვნება

გოგი მარგველაშვილი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა

5 მარტი, 2024 • 2169
გოგი მარგველაშვილი მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა

გოგი მარგველაშვილი დაინიშნა  თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კულტურის სამინისტრო.

იგი მომდევნო 4 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს თეატრს.

მარჯანიშვილის თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე იყო 2023 წლის 10 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ლევან წულაძემ განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ამ პერიოდში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო თინა კალატოზიშვილი.

თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ასარჩევად კულტურის სამინისტროს კონკურსი არ გამოუცხადებია. გოგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო 4 წლის ვადით საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების შესაბამისად დანიშნა.

გოგი მარგველაშვილი  იყო სხვადასხვა თეატრის მთავარი რეჟისორი, სამხატვრო ხელმძღვანელი:  2001-2005 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი, 2005-2009 წლებში – ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

2014-2020 წლებში კი იყო  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.  2023 წლის აპრილიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი