ლევან წულაძემ დატოვა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
2023 წლის 2 ოქტომბერს ლევან წულაძემ თავად მიმართა სამინისტროს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება კი გამოიცა დღეს, 10 ოქტომბერს.
ლევან წულაძე 18 წლის განმავლობაში იყო მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, იგი ამ პოზიციაზე ახალი, ოთხწლიანი ვადით დაინიშნა 2022 წლის 6 მარტს.
2023 წლის 21 სექტემბერს წერეთლის 114-ში გაიხსნა ახალი თეატრალური სახელოსნო – „თეატრი სახელოსნო 42″, რომელსაც უხელმძღვანელებს ლევან წულაძე.