თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო საზანოში 4 ადამიანი დაიღუპა მდინარე ძუსაში, ქადაგიძის რაფთან.
როგორც „მთავარი არხი“ იტყობინება, 6-კაციანი ჯგუფი, ძირითადად, ერთი ოჯახის წევრები, ჩანჩქერის დასათვალიერებლად წავიდნენ, რა დროსაც ერთს ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. ამის შემდეგ 4 ადამიანი წყალში მის დასახმარებლად გადაეშვა, ნაპირზე დარჩენილმა ერთადერთმა პირმა კი სამაშველო სამსახურში დარეკა.
საბოლოოდ, მაშველებმა ერთის გადარჩენა შეძლეს, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი მდინარეში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
დაწყებულია გამოძიება.