ახალი ამბები

უკრაინა ერთ დღეში უკვე მესამე „სუ-34“-ის ჩამოგდებაზე აცხადებს

29 თებერვალი, 2024 • 1186
უკრაინა ერთ დღეში უკვე მესამე „სუ-34“-ის ჩამოგდებაზე აცხადებს

მხოლოდ დღეს, 29 თებერვალს, უკრაინამ სამი რუსული „სუ-34-ის“ ჩამოგდებაზე განაცხადა.

„როგორც ჩანს, ვერა და ვერ ხვდებიან და არანაირ დასკვნებს არ აკეთებენ რუსი პილოტები“, – ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი.

ბოლო პერიოდში უკრაინა აქტიურად იტყობინება „სუ-34-ის“ მოიერიშე-ბომბდამშენის ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე.

მხოლოდ თებერვალში კიევმა 13 თვითმფრინავის ჩამოგდებაზე განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი