ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილი არ არის ნავალნი

29 თებერვალი, 2024 •
სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილი არ არის ნავალნი

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებული არაა იმაზე, სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის ნავალნი“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, ექსპრეზიდენტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, სააკაშვილი სასჯელს იხდის რეალური დანაშაულებისთვის.

„გეთანხმებით, რომ რეპუტაციული მიზნებისთვის უკეთესია, ის სადმე სხვაგან იყოს. ეს მთავრობის გადასაწყვეტია. არსებობს სხვადასხვა გზა, თუ როგორ წყვეტენ სხვა ქვეყნები ასეთ საკითხებს — არის შინაპატიმრობა; არის ექსტრადიცია — უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ოფიციალურად მოითხოვა ექსტრადიცია. ეს შესაძლებლობები არსებობს“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, თავად მას მხოლოდ შეწყალების შესაძლებლობა აქვს, რაზეც კომენტარს არ გააკეთებს.

„ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც მე თვითონ ვიღებ და მარტო ჩემი თავის წინაშე ვარ პასუხისმგებელი. ეს არ არის საკითხი, რომელზეც ზემოქმედება შესაძლებელია საგარეო ან საშინაო ზეწოლით“, — დასძინა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი