ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში გამონაკლისად ქორწინების ასაკი შემცირებულია

28 თებერვალი, 2024 • 2971
აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში გამონაკლისად ქორწინების ასაკი შემცირებულია

აზერბაიჯანის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტალია იბრაჰიმოვამ განაცხადა, რომ 2022 წელს აზერბაიჯანში 18 წლამდე ასაკის დედის მშობიარობის შედეგად 2011 ბავშვი დაიბადა, რაც 2021 წელთან შედარებით 361-ით მეტია.

იბრაჰიმოვას განმარტებით, აზერბაიჯანის საოჯახო კოდექსის თანხმად, ადგილობრივმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ [კონკრეტულ რეგიონებში] ქორწინების ასაკის ერთი წლით შემცირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც უნდა გაუქმდეს საკანონმდებლო რეგულაციითვე.

“ნაადრევი ქორწინება არის ბავშვთა უფლებების პირდაპირი დარღვევა. აუცილებელია მსგავსი შემთხვევების პრევენციასთან დაკავშირებული არსებული საკანონმდებლო ბაზისის დახვეწა. სხვა საკითხებთან ერთად შემოთავაზებულია გაუქმდეს ქორწინების ასაკის შემცირებასთან დაკავშირებული გამონაკლისი და დადგინდეს პასუხისმგებლობა ცერემონიებზე, რომლებიც ადრეულ ქორწინებასთანაა კავშირში”, – განაცხადა აზერბაიჯანის ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტალია იბრაჰიმოვამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი