ახალი ამბები

თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი მსვლელობა მიმდინარეობს – ფოტორეპორტაჟი

24 თებერვალი, 2024 • 1613
თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი მსვლელობა მიმდინარეობს – ფოტორეპორტაჟი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკრაინის მხარდასაჭერი მსვლელობა მიმდინარეობს – სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე.

„ნეტგაზეთის“ დათვლით, მსვლელობაზე უკვე ასობით ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილებს თან აქვთ უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების დროშები, ასევე ბანერები. მსვლელობაზე მრავლად არიან რუსი და ბელორუსი აქტივისტებიც.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, აქტივისტმა სალომე ბარკერმა უთხრა ნეტგაზეთს, რომ „ომის მეორე წელს ომი ზოგისთვის ბანალური გახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ იმ წრეებში, სადაც უკრაინის დახმარებაზე იღებენ გადაწყვეტილებებს, ასე არ მოხდეს“.

ფოტოები მსვლელობიდან:

წარწერა პლაკატზე: „რუსეთი კლავს. ადამიანებსა და თავისუფლებას“

წარწერა პლაკატზე: „ხერსონი ოკუპირებული და დატბორილი იყო. ახლა იბომბება“

წარწერა პლაკატზე: „ჩვენ რუსები ვართ. ჩვენთან არს ტკივილი“.

წარწერა პლაკატზე: „გავძლებთ, რადგანაც ვიცით, რისთვის უნდა გავძლოთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი