ახალი ამბებიკინოხელოვნება

„ბერლინალეზე” ლევან აკინის ფილმმა მოიგო ჯილდო საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის

24 თებერვალი, 2024 • 2501
„ბერლინალეზე” ლევან აკინის ფილმმა  მოიგო ჯილდო საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის

ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინი” (“Crossing”) მოიპოვა „ბერლინალეს”  „ტედი” სექციის  ჟიურის პრიზი „საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის” (Teddy Jury Award: Ensemble Cast). წლევანდელი „ბერლინალეს” პანორამის სექცია ლევან აკინის ფილმით გაიხსნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მზია არაბული და ლუკა კანკავა.

„ლია ყოფილი მასწავლებელია, რომელიც დიდი ხნის დაკარგულ დისშვილს ეძებს. იგი ბათუმიდან სტამბულში მიემგზავრება, სადაც შეხვდება ევრიმს, ადვოკატს, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის. თეკლა კი დეიდასთან საერთო ენას პოულობს”, – ასეთია ფილმის ლევან აკინის ახალი ფილმის აღწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი