უკრაინამ რუსეთის კიდევ ერთი, A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმომჩენი აღჭურვილობის თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა გაავრცელა.
“ვულოცავ ოკუპანტებს მამულის მცველთა დღეს. ჯობდა, სახლში აღგენიშნათ”, – დაწერა ოლეშჩუკმა.
Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი კრასნოდართან ახლოს ჩამოვარდა.
14 იანვრის საღამოს ტელეგრამის რუსულ და უკრაინულ არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვის ზღვაში რუსული A-50 თვითმფრინავი ჩავარდა და კიდევ ერთი დაზიანდა. 15 იანვარს დადასტურდა, რომ ორი ძვირადღირებული თვითმფრინავი უკრაინამ მართლაც გაანადგურა.
23 თებერვალს, მორიგი თვითმფრინავი ისევ აზოვის ზღვის თავზე განადგურდა, ქალაქ ეისკთან ახლოს. Ukrainska Pravda წერს, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის ღირებულება 350 მილიონი დოლარია.