ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობას გეგმავს

20 თებერვალი, 2024 • 783
სოხუმი ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობას გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა სოხუმში ჩრდილოეთ კორეიდან დელეგაციას უმასპინძლა.

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში ჩრდილოეთ კორეის საერთაშორისო ვაჭრობის კორპორაციის [“მანგენბონი”] დელეგაცია ჩავიდა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აფხაზური მხარის ცნობით, აღნიშნული კორპორაცია ფოკუსირდება სხვადასხვა ტიპის საქონლის ვაჭრობაზე, IT- ტექნოლოგიებზე, სამედიცინო სფეროზე, ზღვის პროდუქტების გადამუშავებასა და სამკერვალო წარმოებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი