ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

20 თებერვალი, 2024 • 745
ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

იტალიელი სპეციალისტი ვოლტერ მაცარი დანიშვნიდან სამ თვეში „ნაპოლიდან“ გაუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა.

დე ლაურენტისმა ასევე დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ფრანჩესკო კალცონა გაწვრთნის, რომელიც სლოვაკეთის ნაკრებოს მწვრთნელია.

კალცონას „ნაპოლისთან“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ის იტალიურ გუნდში მწვრთნელის ასისტენტად საქმიანობდა მაურიციო სარისა და ლუჩიანო სპალეტის მენეჯერობის პერიოდში.

ფრანჩესკო კალცონა ფოტო: EPA

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში  „ნაპოლის“ პრეზიდენტმა მაცარის მადლობა გადაუხადა რთულ დროს დახმარებისთვის, კალცონას კი დაბრუნება მიულოცა.

„ნაპოლის“ ახალ მწვრთნელთან ერთად წინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა ელის „ბარსელონას“ წინააღმდეგ. მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ნეაპოლში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი