უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 19 თებერვლის დილით კიდევ ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო – გამანადგურებელი-ბომბდამშენი „სუ-34“ და გამანადგურებელი „სუ-35“.
„დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც მართვადი ავიაბომბებით ბომბავდნენ ჩვენი ჯარის პოზიციებს“, – ციტირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების [ЗСУ] მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის „უკრაინსკა პრავდა“.
მიკოლა ოლეშჩუკი, საჰაერო ძალების სარდალი, აღნიშნავს, რომ თვითმფრინავები აღმოსავლეთის ფრონტზე ჩამოაგდეს. „კიდევ მინუს ორი თვითმფრინავი ოკუპანტებს! ეს ჩვენი მიწაა და ჩვენი ცა! გაგრძელება იქნება“, – ამბობს იგი.
ბოლო სამ დღეში უკრაინამ უკვე ხუთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.