ახალი ამბები

სირსკის გადაწყვეტილებით, უკრაინას ავდეევკადან ჯარისკაცები გაჰყავს

17 თებერვალი, 2024 •
სირსკის გადაწყვეტილებით, უკრაინას ავდეევკადან ჯარისკაცები გაჰყავს

უკრაინას ავდეევკადან ჯარისკაცები გაჰყავს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

„ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერატიული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან აცილებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, გადავწყვიტეთ ჩვენი ქვედანაყოფების ქალაქიდან გაყვანა და თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადასვლა“, – განაცხადა სირსკიმ.

სირსკის განცხადებით, ისინი ზომებს იღებენ სიტუაციის სტაბილიზაციისა და უკრაინელთა პოზიციების შესანარჩუნებლად. მისი თქმით, უკრაინელები ავდეევკას მაინც დაიბრუნებენ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავდეევკაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის სამხედრო ხელმძღვანელობისგან, პირველ რიგში, უკრაინის მცველების სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი