ხერხემალი, ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია, ის ასრულებს როგორც სტატიკურ ისე დინამიკურ ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს რომ ხერხემლის სვეტი ფაქტობრივად მუდმივად არის ფიზიკური დატვირთვის ქვეშ. აქედან გამომდინარე ხშირად ვლინდება ხერხემლის სვეტის სხვადასხვა ტრავმული, დეგენრაციული თუ სტრუქტურული დაზიანება .
ხერხემლის სვეტის ტრავმული და ქრონიკული დეგენერაციული დაზიანებების მართვა შესაძლებელია რეაბილიტაციის სხვადასხვა ინტერვენციით. ინტერვენციის ტიპი უნდა შეირჩეს კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. მნიშვნელოვანია განისაზღვროს დაზიანების გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობა, შესაძლო გართულება და ა.შ ამ მონაცემების შეჯამების საფუძველზე დგინდება კონკრეტული რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც შესაძლოა მკურნალობის მიმდინარეობისას ეტაპობრივად შეიცვალოს, ცვლილებებს განსაზღვარს მკურნალობის დინამიკა.
შროტის მეთოდით ვარჯიშები
ხერხემლის სვეტის სტრუქტურული დაზიანებების (სქოლიოზი, ჰიპერკიფოზი, ჰიპერლორდოზი, ტანდეგობის დარღვევა და ა.შ.) მართვა შესაძლებელია შროტის სამკურნალო ვარჯიშის მეშვეობით. შროტის მეთოდი გერმანელმა ექიმმა კატარინა შროტმა 1921 წელს შეიმუშავა. მეთოდი დაფუძნებულია სუნთქვით პატერნებზე და პოზიციონირებაზე. შროტის მეთოდით მკურნალობა შესაძლებელია ყველა ხარისხის სქოლიოზის დროს. მძიმე ხარისხის სქოლიოზის დროს ვარჯიში ინიშნება კორსეტთან კომბინაციაში.
შროტის მეთოდის თერაპიული ეფექტი ბევრი კვლევით დასტურდება. მისი ბენეფიტებია:
- სუნთქვის გაუმჯობესება
- ვარჯიშში ჩართულია ხერხემლის სამივე სიბრტყე
- ტკივილის შემცირება
- სქოლიოზის გაუარესების რისკის შემცირება
- პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება
მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მაშინაც, როცა პაციენტის უნდა ჩაუტარდეს ქირურგიული მკურნალობა. ამ დროს თერაპიის მიზანია პაციენტის ოპერაციისთვის მომზადებაა.
კომპანია „ახალი ხედვა“ და მისი სარეაბილიტაციო ცენტრი
სამედიცინო მაღაზიების ქსელი “ახალი ხედვა” წლებია უკვე ლიდერია საქართველოში ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქტების მიმართულებით. კომპანიამ თავი დაიმკვიდრა როგორც სანდო და მომხმარებლების ინტერესებზე ორიენტირებულმა გუნდმა. იგი დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი ბაზრის განვითარებაში და წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანიის პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში. ასევე, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ახალი ხედვის საიტზე ონლაინ, ეროვნული ვალუტის მეშვეობით.
ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური პროდუქტების საქართველოში შემოტანის პარალელურად, კომპანიამ გადაწყვიტა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი გაეხსნა, რომელიც პაციენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს შესთავაზებდა. აქ დაგხვდებათ გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების გუნდი, რომელიც პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით გეგმავს სამკურნალო პროცედურებს.
დღესდღეობით, ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე. მან სწრაფადვე მოიპოვა მომხმარებლების ნდობა. სარეაბილიტაციო ცენტრში, ხერხემლისა და სხეულის სხვა ტრავმების სამკურნალოდ, ხელმისაწვდომია ისეთი პროცედურები, როგორიც არის – შროტის მეთოდი, ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ვაკუუმთერაპია, დარტყმით-ტალღოვანი თერაპია და სხვა.