ახალი ამბები

ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინაში უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – გამოკითხვა

15 თებერვალი, 2024 •
ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინაში უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – გამოკითხვა

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან პირველად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.

2024-ის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 54% მიიჩნევს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის. საპირისპირო აზრი აქვს 46%-ს.

„უკრაინაში ცოტავდება მათი წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის. დეკემბერთან შედარებით პირველად უფრო მეტია მათი წილი, ვინც მიმართულებას არასწორად მიიჩნევს“, – ნათქვამია კვლევაში.

ამასთან ერთად, უფრო კრიტიკულია განწყობაა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.

კვლევა ჩაატარა „კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა“. გამოკითხვა მიმდინარეობდა სატელეფონო ინტერვიუთი. სულ გამოიკითხა 1202 რესპონდენტი, ყირიმის მცხოვრებლების გამოკლებით. 874 რესპონდენტი გამოიკითხა მანამდე, სანამ ვალერი ზალუჟნის ოლექსანდრ სირსკი შეცვლიდა, 328 – ამის შემდეგ.

ცდომილების ზღვარი მერყეობს 1,4%-დან 3,2%-მდე.

2023 დეკემბრის წლის კვლევაში 54% ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო 32%-ის შეფასებით ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი