ახალი ამბები

1 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა აშშ-ში, „სუპერ ბოულის“ აღლუმზე სროლისას

15 თებერვალი, 2024 •
1 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა აშშ-ში, „სუპერ ბოულის“ აღლუმზე სროლისას

ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა მისურის შტატში, კანზას სიტიში „სუპერ ბოულის“ გამარჯვების შემდგომ აღლუმზე სროლის შედეგად.

დაჭრილებს შორის ცხრა ბავშვია — მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიციამ განაცხადა, რომ სროლაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

სამართალდამცავი ორგანოს წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ სროლა, როგორც ჩანს, კამათის შედეგი იყო და ეს არ არის დაკავშირებული ტერორიზმთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი