ახალი ამბები

ტაქსისტები, ძარცვა და საშიში გზები — ჩინეთის საელჩო საქართველოში ჩინელ ტურისტებს აფრთხილებს

14 თებერვალი, 2024 • 1293
ტაქსისტები, ძარცვა და საშიში გზები — ჩინეთის საელჩო საქართველოში ჩინელ ტურისტებს აფრთხილებს

ჩინეთის საელჩო საქართველოში ტურისტებად ჩამოსულ ჩინეთის მოქალაქეებს საშიში გზების, ძარცვების გახშირებულ შემთხვევებსა და არაკეთილსინდისიერი ტაქსის მძღოლების შესახებ აფრთხილებს.

საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ პირად უსაფრთხოებასა და კუთვნილ ნივთებს.

„ბოლო დროს საქართველოში გახშირდა ძარცვის შემთხვევები. ზოგმა ჩინელმა ტურისტმა, [შედეგად], დაკარგა დოკუმენტები და განიცადა ფინანსური ზარალი. ასევე, ზამთარში საქართველოში წვიმს და თოვს და ცუდი საგზაო პირობებია.

ზოგი ჩინელი ტურისტის განცხადებით, ხშირია დავებია ტაქსის მძღოლებთან აეროპორტსა და სხვა ტურისტულ ადგილებში. ტურისტებს ვაძლევთ რეკომენდაციას, შეიძინონ ადგილობრივი სიმ-ბარათები, ჩამოტვირთონ ტაქსის აპლიკაცია ცხადად მითითებული მარშრუტებითა და ფასებით და უარი თქვან არალიცენზირებული ტაქსების გამოყენებაზე, რათა თაღლითობის მსხვერპლნი არ გახდნენ“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საელჩომ 31 იანვარს გამოაქვეყნა.

ტაქსის მძღოლების მიერ ტურისტებისთვის მგზავრობის არარეალური ფასების დასახელებაზე ხშირად წერენ სხვადასხვა უცხოელი ტურისტები სოციალურ ქსელებში. ამასთან ერთად, მოქმედებს ტურისტებზე მიმართული სხვა თაღლითური სქემებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი