ნეტგაზეთი | გენდერული თანასწორობა შვეიცარიის პარლამენტში გენდერული თანასწორობა შვეიცარიის პარლამენტში – Netgazeti
RU | GE  

გენდერული თანასწორობა შვეიცარიის პარლამენტში

პირველად შვეიცარიის ისტორიაში, შვიდწევრიანი მთავრობის აღმასრულებელ საბჭოში ქალთა უმრავლესობაა. ეს მას შემგედ მოხდა, რაც შვეიცარიის პარლამენტმა მინისტრობის ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ–ერთზე სიმონეტა სომარუგა დაამტკიცა.

სიმონეტა სომარუგა სოციალ–დემოკატების კანდიდაი იყო.

შვეიცარიაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქალებს 40-იოდე წლის წინ, 1971 წელს მიეცათ.

აქედან გამომდინარე, ეს ფაქტი გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით დიდ წარმატებად ითვლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge