ახალი ამბები

ტრამპის თქმით, ის წაახალისებდა რუსეთს თავს დასხმოდა ნატოს იმ წევრებს, ვინც თავდაცვაზე ცოტას ხარჯავს

11 თებერვალი, 2024 • 1108
ტრამპის თქმით, ის წაახალისებდა რუსეთს თავს დასხმოდა ნატოს იმ წევრებს, ვინც თავდაცვაზე ცოტას ხარჯავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის “წაახალისებდა” რუსეთს თავს დასხმოდა ნატოს წევრებს, რომლებიც ალიანსის ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოს ერთ-ერთ შეხვედრაზე ალიანსის დიდი ქვეყნის პრეზიდენტმა მას ჰკითხა: დაიცავდა თუ არა აშშ მათ ნატო რუსეთისაგან თუ საჭირო თანხებს არ გადაიხდიდნენ.

“არა მე არ დაგიცავთ თქვენ. მეტიც, წავახალისებ მათ, რომ გააკეთონ ყველაფერი რაც უნდათ. ვალი უნდა გადაიხადოთ.”, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა.

ნატოს ქვეყნები შეთანხმებულები არიან, რომ უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და ეკონომიკის მინიმუმ 2% დახარჯონ თავდაცვაზე. ტრამპი პრეზიდენტობისას ხშირად აკრიტიკებდა ნატოს წევრებს, ვინც ცოტას ხარჯავდნენ შეიარაღებაზე და იმასაც ამბობდა, რომ შესაძლოა აშშ-ს უარი ეთქვა ნატოს ვალდებულებებზე და მხოლოდ ისინი დაეცვა, ვინც ზემოხსენებულ ვალდებულებას ასრულებდა.

2022 წლის მონაცემებით ნატოს 31 ქვეყნიდან ზემოხსენებულ კრიტერიუმს მხოლოდ 7 აკმაყოფილებდა. 2014 წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა მხოლოდ 3 იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი