ახალი ამბები

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე

9 თებერვალი, 2024 • 4501
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას. ადმინისტრაციის განცხადებაში ამის მიზეზად სტიქიასთან ბრძოლაა დასახელებული: 

“საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შექიმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება”, – ნათქვამია ადმინისტრაციის 8 თებერვალს, გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი