ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

8 თებერვალი, 2024 • 1138
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს დაამტკიცა მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 

მთავრობის ნდობა 84-მა დეპუტატმა გამოუცხადა. 

მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.

მინისტრა კაბინეტის შემადგენლობა თითქმის იგივე დარჩა – შეიცვალა მხოლოდ თავდაცვის მინისტრი. ამ  პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი