ახალი ამბები

ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან დაითხოვა 

8 თებერვალი, 2024 • 2416
ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან დაითხოვა 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ალექსანდ სირსკი წარადგინა.

 „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი დავნიშნე. დღეიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი მმართველი გუნდი ხელმძღვანელობს”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

ამ განცხადებამდე ზელენსკი ზალუჟნის შეხვდა. 

ცნობები, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზალუჟნის შეცვლას აპირებდა, 2024 წლის დასაწყისშივე გავრცელდა. თავად ყოფილმა მთავარსარდალმა კი რამდენიმე დღის წინ უკრაინის არმიის სამ მთავარ ამოცანაზე ისაუბრა.

ზალუჟნიმ დაასახელა უკრაინის არმიის 3 მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი