ახალი ამბები

ზალუჟნიმ დაასახელა უკრაინის არმიის 3 მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის

1 თებერვალი, 2024 •
ზალუჟნიმ დაასახელა უკრაინის არმიის 3 მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ დაასახელა უკრაინელთა სამი მთავარი ამოცანა 2024 წლისთვის.

„სი-ენ-ენისთვის“ დაწერილ სტატიაში ზალუჟნი ამბობს, რომ 2024 წელს უკრაინამ ძალისხმევის კონცენტრაცია უნდა მოახდინოს სამ მიმართულებაზე:

  • შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური საშუალებებით მომარაგების სისტემის შექმნა;
  • საბრძოლო მოქმედებების ჩატარებისა და მომზადების ახალი ფილოსოფიის დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს შეზღუდულ შესაძლებლობებს, ისევე როგორც მათი გამოქვეყნების შეზღუდვას;
  • ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად ათვისება.

„უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს,რომ სტატიაში ზალუჟნიმ, რომლის გადაყენებაზეც ბოლო დღეებში აქტიურად მიდის საუბარი, ხაზი გაუსვა „მომენტის გამოყენების“ საჭიროებას.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს მომენტის გამოყენება – საბრძოლო შესაძლებლობების მაქსიმალური დაგროვება, რაც საშუალება მოგვცემს, ნაკლები რესურსით მტერი მაქსიმალურად დავაზიანოთ, შევწყვიტოთ მისი აგრესია და დავიცვათ უკრაინა მომავალში“, – წერს იგი.


ბოლო დღეებში უკრაინული და საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვალერი ზალუჟნის დათხოვნას აპირებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი