ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ალიევი ისტორიაში შევა როგორც ილჰამ გამარჯვებული” – სააკაშვილი ალიევს ულოცავს

8 თებერვალი, 2024 • 5263
“ალიევი ისტორიაში შევა როგორც ილჰამ გამარჯვებული” – სააკაშვილი ალიევს ულოცავს

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის ოფიციალური გვერდის საშუალებით ულოცავს აზერბაიჯანის მეხუთედ არჩეულ პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

“ვულოცავ გამარჯვებას ილჰამ ალიევს. არავის, არასოდეს არ უკეთებია აზერბაიჯანისთვის იმდენი, რამდენიც ამ ქვეყანას გაუკეთა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ისტორიაში ის შევა როგორც ილჰამ გამარჯვებული, ხოლო მისი პრეზიდენტობის წლები ისტორიაში დარჩება, როგორც აზერბაიჯანის ოქროს ხანა”, – წერს სააკაშვილი.

წინასწარი შედეგებით, ალიევს ხმათა 92% აქვს, ხოლო კიდევ ერთ კანდიდატს – ორ პროცენტზე ოდნავ მეტი.

არჩევნები აზერბაიჯანში თავად ალიევმა ვადაზე ადრე დანიშნა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტს მორიგი გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, ტაჯიკეთის, სერბეთის, თურქეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა. ილჰამ ალიევი 2003 წლიდანაა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მან მამამისი, ჰეიდარ ალიევი ჩაანაცვლა. უმცროსი ალიევის მმართველობისას, აზერბაიჯანში იდევნებიან ოპოზიციონერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი