ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთს და სომხეთს ერთმანეთთან სამხედრო ვალდებულებები აქვთ” – ზახაროვა

8 თებერვალი, 2024 • 2891
“რუსეთს და სომხეთს ერთმანეთთან სამხედრო ვალდებულებები აქვთ” – ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის არსებობს საიმედო ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩო.

მისი თქმით, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით ქვეყნებს აქვთ ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, მათ შორის – სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვა. 

“ჩვენი ქვეყნები რჩებიან მოკავშირეებად, სომეხი ხალხის ინტერესები განუყოფელია რუსეთთან კეთილმეზობლური კავშირებისგან. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთის ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და მიმდინარე გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე სწორ არჩევანს გააკეთებს. 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არა რუსეთის, არამედ სომეხი ხალხის ინტერესებში შედის. კონკრეტულად, რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკას აქვთ ორმხრივი საიმედო სამართლებრივი ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით” ,- განაცხადა ზახაროვამ.

2023 წლის 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ჩატარებული “ანტიტერორისტული ოპერაციასა” და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში სომხეთმა, კონკრეტულად კი ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთი და რუსი სამშვიდოებოები დაადანაშაულა და ამასთან, დასავლეთში უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორების ძიებაზე ღიად დაიწყო განცხადებები. ერევნის მხრიდან ყველა მსგავს განცხადებას კრემლი კრიტიკულად აფასებს. შესაბამისად, მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობები უკანასკნელ პერიოდში გართულებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი