ახალი ამბები

ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა

6 თებერვალი, 2024 • 736
ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა, წერს „ბი-ბი-სი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით.

განცხადებაში არ არის აღნიშნული, რისი სიმსივნე აქვს მეფეს. ოფიციალური ცნობებით, მკურნალობა ჩარლზმა ორშაბათს დაიწყო და გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ გამოჩნდება. მეტი დეტალი მეფის მდგომარეობაზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ აქამდე  პროსტატის მკურნალობას გადიოდა, თუმცა სიმსივნე აღნიშნულს არ უკავშირდება.

„მეფე პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მოვალეობების სრულფასოვან შესრულებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე დროს, ჩარლზი განაგრძობს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების შესრულებას, მათ შორის, ყოველკვირეულ აუდიენციას პრემიერ-მინისტრთან.

დიაგნოზის შესახებ ცნობილია ჩარლზის შვილებისთვისაც. ტახტის მემკვიდრე, პრინცი უილიამი, „რეგულარულ კონტაქტშია მამასთან“, ხოლო უმცროსი შვილი, პრინცი ჰარი, აშშ-დან ბრიტანეთში მომავალ დღეებში ჩავა.

ჩარლზი მეფე 2022 წლის ნოემბერში გახდა, დედამისის, დედოფალ ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი