ახალი ამბები

კადიროვის შვილი მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს

1 თებერვალი, 2024 • 861
კადიროვის შვილი მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს

ჩეჩნეთის მმართველმა, რამზან კადიროვმა თავისი მორიგი შვილი ადგილობრივ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ამჯერად, 24 წლის ჰადიჯატ კადიროვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე გახდება.

„მედუზა“ აღნიშნავს, რომ ფორმალურად, ჰადიჯატ კადიროვას დანიშვნის იდეა ამ უწყების უფროსს, გალას ტაიმასხანოვს ეკუთვნის. თუმცა ჩეჩნეთში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღებ კადიროვის გარეშე, რომელსაც უფლებადამცველები ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ჰაიჯატ კადიროვასთვის ეს თანამდებობრივი დაწინაურებაა – მანამდე გროზნოს მერიის სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის უფროსი იყო.

ჰაიჯატის გარდა, კადიროვი სხვა შვილებსაც ნიშნავს მაღალ თანამდებობზე. მისი უფროსი შვილი ახმატი ნოემბერში ჩეჩნეთის ფიზკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს პირველი მოადგილე გახდა. გარდა ამისა, კადიროვის 15 წლის შვილმა მამისგან ჩეჩნეთის გმირის ორდენი მიიღო მას შემდეგ, რაც ყურანის დაწვისთვის ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი