ახალი ამბები

ლოგიკურია, მამუკა მდინარაძემ დაიკავოს უმრავლესობის ლიდერის პოზიცია – მიქანაძე

1 თებერვალი, 2024 • 730
ლოგიკურია, მამუკა მდინარაძემ დაიკავოს უმრავლესობის ლიდერის პოზიცია – მიქანაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ლოგიკური იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

მამუკა მდინარაძე ამჟამად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კი ირაკლი კობახიძეა, რომელიც პრემიერ-მინისტრად ინიშნება და უმრავლესობის ლიდერის პოსტი ვაკანტური რჩება.

„მე ცალსახად არ ვიქნები. რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერს, ამის თაობაზეც გაკეთდება ოფიციალური განცხადება, თუმცა აბსოლუტურად ლოგიკურია, მამუკა მდინარაძემ დაიკავოს ეს პოზიცია“, – განაცხადა მიქანაძემ.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი