ახალი ამბები

2023 წელს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა

31 იანვარი, 2024 • 894
2023 წელს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7%-ით განისაზღვრა.

2023 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება. წყარო: საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც შესაბამისად იწვევს რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი