ახალი ამბები

ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, „ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს – ხაზარაძე

29 იანვარი, 2024 • 1126
ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, „ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს – ხაზარაძე

„ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს“, – ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის გადადგომას.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარის.

„ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. „ოცნებამ“ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლელებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი. „ლელო“ ემსახურება საქართველოს. გამარჯვებამდე დარჩა 39 კვირა!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი