ახალი ამბები

და ვინჩის „მონა ლიზას“ ლუვრში სუპი შეასხეს

28 იანვარი, 2024 • 869
და ვინჩის „მონა ლიზას“ ლუვრში სუპი შეასხეს

ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ პარიზში, ლუვრის მუზეუმში, პროტესტის ნიშნად სუპი შეასხეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, პროტესტი 2-მა პირმა გამოხატა, რომლებიც ითხოვდნენ უფლებას „ჯანსაღ და მდგრად საკვებზე“, ასევე ყვიროდნენ, რომ „ჩვენი აგროკულტურა დაავადებულია“.

როგორც BBC იტყობინება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მე-16 საუკუნეში შესრულებული ხელოვნების ნიმუში დაზიანებულიყო, რადგან ის 1950-იანი წლებიდან ტყვიაგაუმტარი შუშითაა დაცული. აღნიშნული ზომა მას შემდეგ მიიღეს, რაც მისი განადგურება მჟავის შესხმით სცადეს.

„მონა ლიზას“ აქტივისტებმა 2022-შიც შეუტიეს და მას ნამცხვარი ესროლეს, ხალხს კი უყვიროდნენ, „იფიქრეთ დედამიწაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი