ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა ღარიბაშვილთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი განიხილა

26 იანვარი, 2024 • 1728
ფაშინიანმა ღარიბაშვილთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი განიხილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი განიხილა.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 26 იანვარს, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

„ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ უწყებებს დავავალოთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღესვე საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ორი ქვეყნის ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა, რაც საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დროს შეამცირებს.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქართულ მხარესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტსაც.

„ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს ძალზედ მნიშვნელოვანი რეგიონული  გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი