ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

26 იანვარი, 2024 • 1255
საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

ოფიციალური ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია სომხეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

მოგვიანებით კი, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი