ახალი ამბები

ექვსმა პირმა გვითხრა დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებებზე – ომბუდსმენი კეკელიძეზე დაკავებულებზე 

24 იანვარი, 2024 • 883
ექვსმა პირმა გვითხრა დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებებზე – ომბუდსმენი კეკელიძეზე დაკავებულებზე 

საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებან დაკავშირებით. ისინი 23 იანვარს დააკავეს თბილისში,  კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე.

ომბუდსმენის 24 იანვარს  გავრცელებული განცხადებით,  სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ გუშინ  გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს. აქციის მონაწილეები კეკელიძის ქუჩაზე ერთი ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

“ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს  მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ, მათ შორის, ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამაც”, – აცხადებს ომბუდსმენი, რომელმაც  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწორედ ამ განცხადებების საფუძველზე მიმართა გამოძიების დაწყების მიზნით.

“გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზეც, ასევე სამმა პირმა განაცხადა ისიც, რომ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და მათი უფლებების შესახებ არ მიაწოდეს ინფორმაცია”, -აცხადებს სახალხო დამცველი და დასძენს, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც მიმართავს შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი