თეოლოგები, რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიის კვლევების აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მოუწოდებენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის, დაიცვან კონსტიტუციით გარანტირებული სეკულარიზმის პრინციპი. ასე ეხმაურებიან ისინი პაპუაშვილის განცხადებებს ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის შესახებ.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრივ პირადი თავდასხმა ცენტრის ხელმძღვანელზე რთულად შეიძლება შეფასდეს სხვა რამედ, თუ არა სახელმწიფოს მიერ პიროვნების ღირსების ხელყოფად და მის მონიშვნად პოლიტიკური დევნისა და სიძულვილის სამიზნედ, რაც ანადგურებს არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, არამედ წარმოადგენს ცივილიზებული საზოგადოებისათვის პრინციპულად მიუღებელ ანტიჰუმანურ აქტს […]
ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობის ანტისახელმწიფოებრივად შეფასება, თავის მხრივ, წარმოადგენს შეტევას ინსტიტუტზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სწორედ რელიგიური სივრცის დამოუკიდებლობისა და ავტონომიურობის დაცვით ქმნიდა და დღემდე ქმნის რელიგიათა შორის მშვიდობიანი დიალოგის უნიკალურ გამოცდილებას და უზრუნველყოფს შემწყნარებლობის კულტურის განვითარებას”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, პაპუაშვილის განცხადებები როგორც მინდიაშვილის, ისე ზოგადად, საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების შესახებ “თანაბრად აზიანებს როგორც მორწმუნეთა უფლებებს, ასევე, რელიგიურ ინსტიტუტებსა და თვით სახელმწიფოს”.
ისინი მოუწოდებენ სახალხო დამცველსაც, დაიცვას ტოლერანტობის ცენტრის ავტონომიურობა. განცხადების ავტორების შეფასებით, ცენტრზე თავდასხმა არის კონსტიტუციური ორგანოს ავტონომიაში სახელისუფლებო კონტროლის დაწესების მცდელობა.
განცხადებაზე ხელმომწერები მოუწოდებენ უმაღლესი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ინტერრელიგიურ დიალოგებსა და შიდაკონფესიურ დისკუსიებში ჩარევისგან, პატივი სცენ რელიგიის ავტონომიურ სფეროს და პიროვნების აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.
განცხადებას ხელს აწერენ:
პროფ. არჩილ მეტრეველი, სამართლის დოქტორი
პროფ. დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი
პროფ. გიორგი გორაძე, სამართლის დოქტორი
პროფ. გოჩა ბარნოვი, თეოლოგიის დოქტორი
პროფ. ვაჟა ვარდიძე, თეოლოგიის დოქტორი
პროფ. თამარ გრძელიძე, თეოლოგიის დოქტორი
პროფ. ეკა ჭყოიძე, ფილოსოფიის დოქტორი
პროფ. სოფო ზვიადაძე, ფილოსოფიის დოქტორი
პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
პროფ. დავით თინიკაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ტატიანა კოპალეიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგიის დოქტორი
ზურაბ ჯაში, თეოლოგიის დოქტორი
გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი, ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი
ალექსანდრე გაბუნია, თეოლოგიის მაგისტრი, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი
შოთა კინწურაშვილი, თეოლოგიის ლიცენციატი, მიუნხენის უნივერსიტეტის დოქტორანტი
მიხეილ ნებიერიძე, თეოლოგიის მაგისტრი, აიხშტადტის უნივერსიტეტის დოქტორანტი
ასისტ. ცისია ოქროპირიძე, სამართლის მაგისტრი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
ასისტ. თენგიზ თევზაძე, სამართლის მაგისტრი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
ჯამლათ გვიდიანი, სამართლის მაგისტრი (კიოლნის უნივერსიტეტი), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
ქეთევან ბახტაძე, სამართლის მაგისტრი, საბაუნის მოწვეული ლექტორი
დავით ნებიერიძე, თეოლოგიის მაგისტრი, ათენის უნივერსიტეტი
გიორგი გონგლაძე, თეოლოგიის მაგისტრი, სულხან-საბას ორბელიანის უნივერისტეტის
ივანე შოშიაშვილი, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი
გიორგი ლელუაშვილი, „ჰოლი ქროსის“ ბერძნული კოლეჯის მაგისტრანტი (ბოსტონი, აშშ)
ბექა ჭიჭინაძე, ისტორიკოსი, პარიზის კათოლიკური ინსტიტუტი
გიორგი გეგუჩაძე, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი
გურამ პაპავა, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი
რატი ბიგანიშვილი, თეოლოგი, ათენის უნივერსიტეტი