ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“2023 წელს ენგურზე 700-ზე მეტი კანონდამრღვევი დავაკავეთ”- სოხუმი

23 იანვარი, 2024 • 808
“2023 წელს ენგურზე 700-ზე მეტი კანონდამრღვევი დავაკავეთ”- სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური აქვეყნებს 2023 წელს ენგურზე გამშვები პუნქტის კვეთის სტატისტიკას.

სოხუმის ოფიციალური ცნობით, 2023 წელს ენგურზე 700-ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს, რაც რამდენჯერმე ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე, როდესაც აფხაზური მხარის ცნობით, 1200 -ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს. ეს მონაცემი დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები იყო 2021 წელთან შედარებითაც.

ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არაუსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი