ახალი ამბები

რა გინდათ ჩვენგან?- მექსიკური გაზეთის კითხვა მაფიას

21 სექტემბერი, 2010 • 1450
რა გინდათ ჩვენგან?- მექსიკური გაზეთის კითხვა მაფიას

მექსიკის ერთერთმა პოპულარულმა გაზეთმა “ელ დიარიო”-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ რა გინდათ ჩვენგან?” სტატიამ ყურადრება იმით მიიქცია, რომ კითხვა ეძღვნება მექსიკურ ნარკობარონებს, რომლებსაც ქვეყანაში ჟურნალისტების დიდი რაოდენობა ეწირება.

 თვით სტატია რამდენიმე დღის წინ ამავე გაზეთის 21 წლის სტაჟიორი ფოტოგრაფის მკვლელობის გამოძახილია.

ჟურნალისტი კითხვით მიმართავს ნარკომაფიას, თუ როგორ უნდა იმუშაონ ჟურნალისტებმა, რომ ისინი ნარკობარონების აგრესიის მსხვერპლნი არ გახდნენ. სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მედია მთავრობისგან სრულიად დაუცველია, თვით ომის დროსაც მეომარი მხარეები იცავენ გარკვეულ დაწერილ, თუ დაუწერელ ნორმებს ჟურნალისტებთან მიმართებაში, მექსიკაში კი მათ უმოწყალოდ უსწორდებიან.  

 ეს სტატია ცენზურას გადაურჩა და მკითხველამდე მიღწევა შეძლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი