ახალი ამბები

კაცი მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 653 181 ლარი მიითვისა – პროკურატურა

22 იანვარი, 2024 • 1313
კაცი მოქალაქეებს ავტომანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 653 181 ლარი მიითვისა – პროკურატურა

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელმაც 653 181 ლარი თაღლითობით მიითვისა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს დააფუძნა შპს ,,კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019“. შემდეგ ინტერნეტში განათავსა განცხადებები ავტომანქანების ჩამოყვანის შესახებ. მსურველებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და მათთვის ავტომანქანების გადაცემის ვალდებულება აიღო. ამ გზით 653 181 ლარი აიღო და მიიმალა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი