ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში ხანძრის შედეგად გადარჩენილ ექსპონატებს რუსი სპეციალისტები შეაფასებენ

22 იანვარი, 2024 • 869
სოხუმში ხანძრის შედეგად გადარჩენილ ექსპონატებს რუსი სპეციალისტები შეაფასებენ

სოხუმის ეროვნული გალერეის ფონდში 21 იანვრის ხანძრის შედეგად გადარჩენილი 200-მდე ექსპონატის  [ნახატები, დოკუმენტები] მდგომარეობას შეაფასებენ აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული სპეციალისტები. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“რესტავრაციის გეგმის შესამუშავებლად სპეციალისტები ადგილზე შეაფასებენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომლის გადარჩენაც შესაძლებელი გახდა”, – თქვა რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლუბიმოვამ.

 

მისივე განცხადებით, მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასია აფხაზი კოლეგებისთვის.

სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ხანძარს დაახლოებით 4 ათასი ნამუშევარი ემსხვერპლა, რომელიც ამავე შენობაში ინახებოდა.  ოფიციალური ცნობითვე, 200-მდე ნამუშევრის გადარჩენა მოხერხდა.

აფხაზეთის დე ფაქტო შსს მომხდარის ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ხანძრის განზრახ გაჩენას განიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი