ახალი ამბები

მედია: ევროპის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ძარცვაში ქართველები არიან ეჭვმიტანილები

17 იანვარი, 2024 • 948
მედია: ევროპის ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ძარცვაში ქართველები არიან ეჭვმიტანილები

შვეიცარიული ტელეარხის, Lemanbleu-ს ცნობით, ჟენევისა და ევროპის სხვა ქალაქებში რუსი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებების იშვიათი წიგნების მოპარვის უკან საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დაჯგუფება დგას.

მედიის ინფორმაციით, მოპარულია „ათობით ფასეული წიგნი“. ჟენევის ბიბლიოთეკიდან მოუპარავთ პუშკინის გამოცემების კოლექცია. ბიბლიოთეკაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ხოლო შვეიცარიის პროკურატურა ადასტურებს გამოძიების დაწყებას.

ფრანგული მედიასაშუალებები კი წერენ, რომ რუსი მწერლების ძველი, ღირებული წიგნები მოიპარეს პარიზის, ლიონის, ვილნიუსისა და ვარშავის ბიბლიოთეკებიდანაც. ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დაკავებულები არიან. Lemanbleu აღნიშნავს, რომ მოპარული წიგნებს ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, რუსეთში შავ ბაზარზე ყიდდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი