ახალი ამბები

საქართველოში სახდეპის ანტიკორუფციის კოორდინატორი ჩამოვა

15 იანვარი, 2024 • 560
საქართველოში სახდეპის ანტიკორუფციის კოორდინატორი ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.

სახდეპის ცნობით, ნეფიუ – კოორდინატორი გლობალური ანტიკორუფციის საკითხებში – განიხილავს კორუფციასთან ბრძოლის მიმდინარეობას და მხარეებთან ერთად თანამშრომლობის გაფართოების სფეროების განვრცობას.

ნეფიუ შეხვედრებსაც გამართავს, საქართველოში – ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სომხეთში კი მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში მთავრობის, სამართალდამცავი უწყებების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი