ახალი ამბები

საცხოვრებლის მახლობლად იპოვეს – თავდაცვის სამინისტრო დაღუპულ ჯარისკაცზე

12 იანვარი, 2024 • 896
საცხოვრებლის მახლობლად იპოვეს – თავდაცვის სამინისტრო დაღუპულ ჯარისკაცზე

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო პირს, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, დასვენების დღე ჰქონდა და არ მუშაობდა.

მათივე განცხადებით, ჯარისკაცის ცხედარი თავის სახლთან ახლოს იპოვეს.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი