ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვის მოთხოვნით ბებუას გათავისუფლებას აფხაზეთში არ გამორიცხავენ

31 დეკემბერი, 2023 •
მოსკოვის მოთხოვნით ბებუას გათავისუფლებას აფხაზეთში არ გამორიცხავენ

აფხაზური მედია გამოცემა “ჩეგემსკაია პრავდა” წერს, რომ მოსკოვის მოთხოვნით, სოხუმმა შესაძლოა 2020 წელს აფხაზეთის დროშის დაწვის ბრალდებით დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გაათავისუფლოს.

“მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენი გვერდის ადმინისტრაციაში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის პარალელურად, რუსული მხარის მოთხოვნით, წლის ბოლომდე საქართველოსთვის ირაკლი ბებუას გადაცემის გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – წერს გამოცემა.

ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად წაუყენეს დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”, სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”, და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა. ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია. დე ფაქტო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბებუას ოჯახის თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს მის დასახსნელად.

გამოცემის შესაბამისად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობის ფონზე, მოსკოვისთვის პირდაპირი დათმობების პარალელურად, როგორც ჩანს აფხაზეთმა ქართველებსაც უნდა დაუთმონ “თუ ისინი პროდასავლურ კურსზე უარს იტყვიან”.

“უკანასკნელი ინფორმაციით, ბებუა ერთი თვის წინ “მოულოდნელად” ავად გახდა და იმისთვის, რომ აფხაზეთის ციხეში არ მოკვდეს, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ მიზანშეწონილია ის ვინმეზე გადაიცვალოს”, – წერს “ჩეგემსკაია პრავდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი