ახალი ამბები

ახმეტაში ახალგაზრდა კაცი მუშაობისას სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

29 დეკემბერი, 2023 • 1501
ახმეტაში ახალგაზრდა კაცი მუშაობისას სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ ახალგაზრდა კაცს საყრდენი გამოეცალა. გადმოვარდნის შედეგად იგი გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

დაღუპული სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთის“ თანამშრომელი იყო. უბედური შემთხვევის მომენტში ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი