ახალი ამბები

როგორ არ დავსტრესოთ ბავშვები საახალწლო შეკრებებზე – UNICEF-ის რჩევები მშობლებს

29 დეკემბერი, 2023 • 2340
როგორ არ დავსტრესოთ ბავშვები საახალწლო შეკრებებზე – UNICEF-ის რჩევები მშობლებს

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) გვიზიარებს რჩევებს, რომელთა გათვალისწინებით სადღესასწაულო დღეები ბავშვებისთვის უფრო სასიამოვნო და კომფორტული იქნება. გთავაზობთ პროფესიონალთა რჩევებს:

  • სადღესასწაულო ღონისძიებაზე წასვლამდე ბავშვებთან ერთად განიხილეთ, იქ რა მოხდება, ვინ იქნება და შეთანხმდით ქცევის კონკრეტულ წესებზე. წინასწარი მზაობა ბავშვებს დაეხმარება, თავი კომფორტულად იგრძნონ ახალ და უცნობ სიტუაციებში;
  • დააწესეთ რეალისტური მოლოდინები თქვენი შვილის ასაკის მიხედვით. ნუ მოელით, რომ 6 წლის ბავშვი რამდენიმე საათი სუფრასთან მშვიდად იჯდება. მოემზადეთ ასეთი სიტუაციებისთვის: წაიღეთ სათამაშოები, სახატავები, დაუთმეთ დრო და ყურადღება ბავშვის გართობას;
  • ნუ დააძალებთ ბავშვს, გამოხატოს ფიზიკური სითბო, თუნდაც ახლო ნათესავების მიმართ. დაძალებით ჩახუტება არავისთვისაა სასიამოვნო;
  • წაახალისეთ მადლიერება, მაგრამ ნუ იჩხუბებთ ამ თემაზე. თუ თქვენი შვილი ვინმესგან საჩუქარს მიიღებს, შეახსენეთ მადლობის თქმა, თუმცა, თუ ამას არ გააკეთებს, ნუ დასჯით და ნუ გაუნაწყენდებით. ასეთ დროს მის ნაცვლად თქვენ გადაიხადეთ მადლობა – ეს კარგი მაგალითი იქნება ბავშვისთვის;
  • გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ხასიათი. განსხვავებული ტემპერამენტის ბავშვები სხვადასხვანაირად რეაგირებენ სოციალურ სიტუაციებზე – ინტროვერტებს მშვიდი სივრცე სჭირდებათ, ექსტრავერტები გაერთობიან, მაგრამ შესაძლოა გაჭიანურდნენ, როცა სახლში წასვლის დრო მოვა;
  • დააწესეთ კოდური სიტყვა, რომელსაც ბავშვები გეტყვიან დიდი შეკრებების დროს, თუ თავს დაღლილად ან მოწყენილად იგრძნობენ. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს, გამოხატოს თავისი გრძნობები უხერხულობის და წუწუნის გარეშე.

გისურვებთ, სადღესასწაულო დღეები მხიარულად და სასიამოვნოდ გაატაროთ!

მასალების გადაბეჭდვის წესი