ახალი ამბები

წაქცეული ხეები და ბანერები, დამტვრეული ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები – ძლიერი ქარი თბილისში

28 დეკემბერი, 2023 • 1129
წაქცეული ხეები და ბანერები, დამტვრეული ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები – ძლიერი ქარი თბილისში

28 დეკემბერს, დილიდან თბილისში ძლიერი ქარია, რამაც სხვადასხვა პრობლემა შექმნა: წაქცეულია ხეები და ბანერები, დაიმტვრა ხის ტოტები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საახალწლო განათებები. ასევე, რამდენიმე კერძო სახლს ქარმა სახურავი გადახადა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე წაქცეული ხე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.

განსაკუთრებული პრობლემები ქარმა გლდანის რაიონში შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ”, – აცხადებენ მერიაში.

უამინდობისგან შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი