ახალი ამბები

თბილისში სამხედრო მოკლეს, დაკავებულია 1 პირი

27 დეკემბერი, 2023 • 1166
თბილისში სამხედრო მოკლეს, დაკავებულია 1 პირი

27 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია სამხედრო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული 1 პირი ცხელ კვალზე, მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, დააკავა. უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

მათივე ცნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი