ახალი ამბები

ქუთაისში, პოლიციელის მიერ არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 დეკემბერი, 2023 • 916
ქუთაისში, პოლიციელის მიერ არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პოლიციელის მიერ არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 19 დეკემბერს ქუთაისში მომხდარ შემთხვევას.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ შელაპარაკების შემდეგ პოლიციელმა მოზარდს სცემა, მათ შორის, იარაღის კონდახის გამოყენებით.

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურეობრეივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი