ახალი ამბები

„შევინარჩუნეთ ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა“ — საგარეო მაგნიტსკის სიაზე

19 დეკემბერი, 2023 • 721
„შევინარჩუნეთ ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა“ — საგარეო მაგნიტსკის სიაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ევროკავშირის ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით „შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა“.

საქართველო 2020 წელს შეუერთდა ამერიკული „მაგნიტსკის სიის“ ევროპულ ანალოგს, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო. თუმცა 2021 წელს საქართველო დოკუმენტის ხელმომწერთა სიაში არ ფიგურირებს.

ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის 17 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. მაგნიტსკის სიაში მყოფი პირების წინააღმდეგ არსებული შეზღუდვების 2024 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ. განცხადებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე, EFTA-ს ქვეყნებმა: ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრებმა. საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიის გახანგრძლივების არ შეუერთდა.

„საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულე არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება, ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკას, ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად, 50%-მდე არის გაზრდილი“, — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„მაგნიტსკის სიისგან“ განსხვავებით, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ ჩრდილოეთ კორეისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერების მიმართ სანქციების ვადის გახანგრძლივებას.

საქართველო არ არის “მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების მომხრეთა შორის, რომელიც EU-მ გუშინ დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი